შსს-მ შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართო

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი მოწმე დაკითხა. ბარბარე ურიდიამ შსს ცოტა ხნის წინ დატოვა და დეტალურად გაიხსენა ტრაგედიის ღამე და იქ მომხდარი დაპირისპირება. როგორც ურიდია ამბობს, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა.

შსს-მ კი მოწმეთა დაკითხვები მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ ისევ განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის გარდა, გამოძიება 109-ე,  განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ეს ბრალი 17 დაკავებულიდან არც ერთს არ აქვს წარდგენილი. 

ცნობილი ხდება, რომ შსს-მ დამოუკიდებელ ექსპერტებს გამოძიებაში ჩართვა შესთავაზა და უკვე ხვალიდან ექსპერტიზის ბიურო "ვექტორის" სპეციალისტები შსს-ს გამომძიებლებთან ერთად საქმეში ჩაერთვებიან.

პირველი რასაც ერთობლივად შსს-სა და დამოუკიდებელი ექსპერტები გააკეთებენ, შემთხვევის ადგილის ხელახალი დათავლიერებაა. როგორც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის დროის დადგენას.

შსს-მ დღეს საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც გამოკითხა. ბრეგვაძეს შსს-დან გამოსვლის შმდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კი განაცხადა, რომ გამომძიებლები მხოლოდ მოზარდის სოციალური ქსელებით დაინტერესდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი