შეუძლებელია შესვლა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა - ბახმუტში დაღუპული 5 ქართველის გადმოსვენება ვერ ხერხდება

გამოქვეყნდა:

ბახმუტში, 3 დეკემებერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება. ადგილზე მდგომარეობა ისევ მძიემა.

"შეუძლებელია შესვლა, რუსებთან მოლაპარაკება მითუმეტეს ქართველებთან დაკავშირებით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უკრაინის მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ბიჭები გადმოვასვენოთ ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ. 

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი