
რომში ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად 3 ქალი, მათ შორის იტალიის პრემიერმინისტრის მეგობარი, დაიღუპა.
ეჭვმიტანილი 57 წლის კაცია, ის უკვე დაკავებულია. სროლა იმ კაფეში მოხდა, სადაც რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები იყვნენ შეკრებილი. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მსხვერპლთა ნაწილს იცნობდა და მათთან წარსულში დავა ჰქონდა.
რომის მერმა რობერტო გუალტიერამ მომხდარს "ძალადობის მძიმე ეპიზოდი" უწოდა.