ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელევიზიას საკუთარი პიარკამპანიისთვის იყენებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევას აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ კონსტანტინ ვარდანიანი ტენდერებსაც უკონკურენტოდ იგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა.
ერთპიროვნულად იგებს, სწორედ, კონსტანტინ ვარდანიანის "ფარვანა" და მფლობელობში უწერია სატელევიზო მომსახურება. მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს აშუქებს ტელეკომპანია "ფარვანა", ასევე მათ მიერ გახორციელებულ ინფრასტრუქტურიულ პროექტებს. ტელევიზია ამ მიღებული ფულით აკეთებს ერთგვარ პიარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის. საინტერესო ის არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, თავად კონსტანტინ ვარდანიანი, როგორც "ფარვანას" დირექტორი აწერს ხელს. ეს კანონით არის დაუშვებელი, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.
"მთავარი არხი" დაუკავშირდა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მან დაგვიდასტურა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ტენდერი არაერთხელ უკონკურენტოდ მოიგო და ის ასევე ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან სხვა მონაწილეები ტენდერში არ მონაწილეობდნენ.
ამ ეტაპზე ტელეკომპანიის დირექტორი აღარ ვარ. მართალია, რომ მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა, რომელიც ტელეკომპანია "ფარვანამ" მიგო. მე ამ საქმეში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ტენდერი კანონის სრული დაცვით, კიდევ ვინმეს, რომ მეონდომებია მონაწილეობის მიღება და ჩვენ უფლება არ მიგვეცა, ეს უკვე სხვა საქმე იქნებოდა. ტენდერშ მხოლოდ ტელეკომპანია "ფარვანა" მონაწილეობდა, რადგან სხვებს სურვილი არ გამოუთხვამთ. ის რომ მე გამგებლის მოადგილე ვარ ამ ტენდერებში გამაჯვებასთან არანაირ კავშირში არ არის. ვადასტურებ, რომ ტელეკომპანა "ფარვანამ" ყველა ეს ტენდერი კანონის სრული დაცვით მოიგო, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, - ამბობს კონსტანტინ ვარდანიანი.