დავითულიანის თქმით, "ოცნება" აბაშიძისა და ჯანეზაშვილის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერ კანდიდატს განიხილავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე დასანიშნად ყველა კანდიდატს განიხილავს, გარდა, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილისა.

"ჩვენ ვთქვით, ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს. შევცვალეთ კანონი და დავუთმეთ ამის უფლება ოპოზიციას და ვთქვით, არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, ვინც ამ შერჩევის პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავისი ხედვები, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ. სულ ერთია, ვისზე", - თქვა ბექა დავითულიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე გულისხმობდა თუ არა ის ანა აბაშიძეს ან ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანმა უპასუხა: "ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები,  Facebook-ზე ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა".

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.  პარლამენტის მიერ ახალი სახალხო დამცველის 6 წლით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი