პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ, რომელიც "დიდი სიახლე" იქნება.
"სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამა 6, 8 და 11-თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში. პრემიერის თქმით, პროგრამის მიხედვით მოქალაქეები თეორიის გარდა "ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას" გაივლიან.
ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.