"ეს არის მორიგი ტყუილი, მოვუწოდებ გაასაჯაროონ დოკუმენტები" - ნაყოფია ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა წამოსვლამდე ოპერაცია გაიკეთა

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია უარყოფს მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.

მისი შეფასებით, ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის მცდელობის გადაფარვა.

კობა ნაყოფია ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ დაინტერესდეს ამ ინფორმაციით, მოიკვლიონ და გაასაჯაროონ დოკუმენტაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ოპერაციის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ასეთი არსებობს.

"მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაინტერესდეს ამით, ეს მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთ კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, ეს არის მორიგი ტყუილი და ფეიკი, მე მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას, ბოლო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ. რანაირი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის, ეს იქნება მინიმუმ 5-6 წლის წინანდელი, რაც არ დამალულა...მიზანი არის ძალიან მარტივი, გადაფარონ მისი წამების ფაქტები, გადაფარონ მოწამვლის ფაქტები და გადააბრალონ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა რაღაც ჰიპოთეტური ოპერაციის გამო, რაც არის ტყუილი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნაყოფია მოუწოდებს ყველას, ნუ მანიპულირებენ მოგონილი ოპერაციებით, ელექტრონული სიგარეტებითა და გამოგონილი ფაქტებით. 

"ყოველდღიური 38+ სიცხე, წონის კლება, ეს წარმოუდგენელია, ეს საგანგაშოა. რა დროს რა შეიძლება მოხდეს, არავინ არ იცის. მისი მდგომარეობა რეალურად, არის ძალიან მძიმე. ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. მისი მდგომარეობა არის საგანგაშო. ეს ადამიანი არის დროზე გადასაყვანი უცხოეთში. " თქვა ნაყოფიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი