ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე მთავარი საკითხი ევროკავშირის გაფართოება და უკრაინაში მიმდინარე ომია. პირველი კომენტარები უკვე გააკეთეს ჯოზეფ ბორელმა და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ევროკომისარი ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დღის ბოლოს შეხვდება და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია, რომლის მხრიდანაც მისი თქმით, ევროპას ჯერ არ უნახავს იმედისმომეცემი ნაბიჯები:
"შეხვედრაზე ყველაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც დღის წესრიგში დგას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იმაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია, არ გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ სანქციების გაძლიერების, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით. როდესაც წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა იმის ყურება რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, განსხვავებულ ლიანდაგებზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო პროაქტიული მოქმედებები, უფრო მეტი ენერგია და სიმტკიცე მსურს ვიხილო. ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები და პროგრესი რომელიც საქართველოს ამ ლიანდაგზე გადაიყვანს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც მას მხარს უჭერს. " ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.