თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ, ეს შეცვლის რამეს?! - ბურჭულაძე კითხვაზე მტერია თუ არა რუსეთი

გამოქვეყნდა:

"თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან ეს შეცვლის რამეს?!" - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი.

"რა უნდა გიპასუხოთ, 20% ქვეყნის არის ოკუპირებული, თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ და კიდევ რამდენიმე ადამიანისგან ეს შეცვლის რამეს?! თქვენ როგორ ფიქრობთ არის? თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოების რაიმე ნაწილი, დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის?! რა თქმა უნდა არა", - თქვა ბურჭულაძემ.

მისივე აზრით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იგივე კითხვას არ უპასუხა, რადგან დროულად არ მიიჩნია. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი