
ახალმა ზელანდიამ 23 რუს პროპაგანდისტს სანქციები დაუწესა.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტამის ინფორმაციით, სანქციები ეხება 23 რუსს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას და დაჯილდოვდნენ მათი ერთგულებისთვის სიმდიდრითა და გავლენით.
სანქციები ეხება ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრს, მაკსუტ შადაევს, პირველი არხის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე ერნსტს და რუსული მასმედიის მთავარ პერსონალს, მათ შორის InfoRos-ს, სამხრეთ ფრონტს და სტრატეგიული კულტურის ფონდს.
საერთო ჯამში, ზელანდიას რუსეთის 1200-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ჰყავს სანქიცრებული. მათ შორის არიან: "გაზპრომბანკის" ხელმძღვანელი, ანდრეი აკიმოვი, "ლუკოილის" ყოფილი პრეზიდენტი, ვაგიტ ალეკპეროვი, "ვნეშეკონომბანკის" თავმჯდომარე, სერგეი გორკოვი, "როსობორონექსპორტის" გენერალურ დირექტორი, ალექსანდრ მიხეევი, "ნოვატეკის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ლეონიდ მიხელსონი, სახელმწიფო კომპანიის "ნორილსკის ნიკელის" პრეზიდენტი, ვლადიმერ პოტანინი და სხვები.
21 ნოემბერს ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქის წინააღმდეგ. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა ნავთობის, გაზისა და ფოლადის დარგის კომპანიები.