2023 წლის ივნისიდან Wizz Air კიდევ 5 მიმართულებით იფრენს

გამოქვეყნდა:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, 2023 წლის ივნისიდან ბიუჯეტური კომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს. ფრენები შესრულდება - ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და პოზნანის მიმართულებებით.

"5-ვე მიმართულებით ჩვენი აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება", - ნათქვამია განცხადებაში. 

გაერთიანება აღნიშნავს, რომ Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი