ოკუპანტებმა ლუგანსკში მოსწავლეებს არდადეგები გაუუქმეს და 3 კვირიან სამხედრო მომზადებას აიძულებენ - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქში არსებულ მძიმე ვითარებაზე რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი საუბრობს. მისი თქმით, ოკუპანტებმა რეპრესიები კიდევ უფრო გააძლიერეს მოსახლეობის მიმართ და ხალხს პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ, ხოლო მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ:

"ლუგანსკის ოლქში ვითარება ამ დრომდე მძიმეა. ასევე იქ დარჩენილ მოქალაქეებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. რუსებმა რეპრესიები გააძლიერეს. მობილიზაციის გამო მამაკაცებს ქუჩაში იჭერენ ან სახლებიდან იარაღის მუქარით გამოჰყავთ. მოსახლეობას დასცინიან. მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და 3 კვირიან სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ. ეს რუსული ცინიზმის ახალი ეტაპია. ასევე სკოლებიდან ამოიღეს უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი. ეს გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ფრონტის სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან ადამიანებს გასვლას უკრძალავენ. ასევე ფიზიკურად უსწორდებიან მამაკაცებს ვინც ომში წასვლაზე უარს აცხადებენ. მობილიზებულებმა კარგად იციან რომ ფრონტის ხაზზე წასვლა - სიკვდილის ტოლფასია." აცხადებს სერგეი გაიდაი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი