400 დღე რა დღითიდღე მძიმდება, კარგით რა, მართლა და მართლა - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

სიკვდილზე საუბრობთ მხოლოდ თქვენ... თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ ერთმანეთის. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას - ასე პასუხობს კობახიძე კრიტიკული მედიის შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კობახიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, "ამოიღონ ლექსიკონიდან" სიტყვა სიკვდილი:

"გირჩევთ, რომ ეს აბსურდული ტერმინები ამოიღოთ ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით, რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, ჯობია სხვა სიტყვები გამოიყენოთ. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო 400 დღე. არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, სირცხვილია, 400 დღე რა დღითი დღე მძიმდება, კარგით რა მართლა და მართლა. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე, ეს აჩვენებს თქვენ დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ და დაანებეთ ამ კაცს თავი... " ამბობს კობახიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი