"დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ არის კამპანია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან იმ სასჯელიდან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლები და მათი ოჯახები.
ეს არის პირდაპირი დაცინვა მათი ოჯახების, როდესაც ამ ტანჯვას და წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართო არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს"
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე, ერთი დღით ადრე.