პეტერბურგში, ხანძარი გაჩნდა ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფლოტის ძრავებს აწარმოებს

გამოქვეყნდა:

სანქტ-პეტერბურგში, „ზირკის“ ქარხნის ტერიტორიაზე დღეს დილით მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიან შენობას გაუჩნდა.

აღნიშნული ქარხანა რუსეთის საზღვაო ძალებისთვის, გენერატორებისა და ელექტრო ქვესადგურებისთვის ძრავებს აწარმოებს.

ქარხნის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე ხანძარი არ ყოფილა და შენობას, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ქარხანასთან კავშირი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი