პუტინის ტრადიციული პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთში ომის საწინააღმდეგო განწყობებია - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ, ყოველწლიური პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზი, შესაძლოა ომის საწინააღმდეგო განწყობები იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ კითხვები, როგორც წესი, წინასწარ შეთანხმებულია, სავარაუდოდ, გაუქმება გამოწვეულია მზარდი შეშფოთებით რუსეთში ომის საწინააღმდეგო გრძნობების გავრცელებასთან დაკავშირებით.

კრემლის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ ნებისმიერი ღონისძიებაზე, რომელსაც პუტინი ესწრება, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" შესაძლოა ისეთი კითხვები დასვან, რომელიც შეთანხმებული არ იქნება", - წერს დაზვერვა.

ცნობისთვის, გუშინ, 12 დეკემბერს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ  პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლის ბოლოს ტრადიციულ პრესკონფერენციას არ გამართავს.

რა გახდა ათწლეულების ტრადიციის დარღვევის მიზეზი, მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი