კალაძის "ზონდერები" აჭარაში - "ოცნება" არჩევნებისთვის მობილიზებას იწყებს

გამოქვეყნდა:

კახი კალაძეს ფირუზ წულუკიძე ძმის დაკავებაში ადანაშაულებს. ბათუმში გახმაურებული ინციდენტის დროს დაკავებული რეზო წულუკიძის ძმა, გახმაურებული ინციდენტის დროს დაკავებას, სწორედ, თბილისის მერს უკავშირებს, კახი კალაძის გაღიზიანება რევაზ წულიკიძის ქურდული სამყაროს წევრებთან დაპირისპირებამ გამოიწვია. წულუკიძის ძმას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები ქურდულ სამყაროს მფარველობენ. 

დღეს სასამართლო პროცესზე, რეზო წულუკიძემაც დაადანაშაულა ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში. გახმაურებული ინციდენტი ბათუმში რამდენიმე თვის წინ მოხდა, რომლის დროსაც ელდარ ანთიძე და რეზო წულუკიძე დაჭრეს. ახლა დაზარალებულები დაზარალებულები დაკავებულები არიან, გამოძიება კი მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავება.

ოჯახის წევრები უკვე, რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ და საქმეში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობას ადასტურებენ. მათი თქმით, წულუკიძის დაკავებას პოლიტიკურ მოტივი აქვს, რადგან ხელისუფლებამ სპორტსმენებს წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვა, მას შემდეგ კი რაც სპორტსმენმა ძმებმა წულუკიძეებმა მმართველ გუნდს დახმარებაზე უარი უთხრეს, წულუკიძეს კანონიერი ქურდი დავით ტუღუში მეტსახელად "ენცო ბათუმსკი" მიუგზავნეს.

საქმის პროკურორი საქმეში პოლიტიკურ მოტივებს უარყოფს და განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ბრალდებულების მოსაზრებაა და ვერაფრით მტკიცდება. დაკავებულების ადვოკატს კი წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებთნ კითხვის ნიშნები აქვს. 

ოპოზიციაში საუბრობენ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დროს სპორტსმენებს და კანონიერ ქურდებს ე.წ ზონდერ ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად იყენებს და ამიტომ მფარველობს.

დღევანდელ პროცესზე აღარ უსაუბრია, თუმცა წინასასამართლო სხდომების დროს წულუკიძეები ღიად მოყვნენ, რომ წინასაარჩევნოდ სპორტსმენების გამოყენებაზე, მათთან საიდუმლო კონსულტაციებს აჭარის უშიშროების უფროსი და რეგიონის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის მამა მართავდნენ. 

როგორც ჩანს, ხელისუფლება მოახლოებული არჩევნებისთვის ახლაც სრულ მობილიზაციას იწყებს და არჩვნებში გამარჯვებისთვის არც ზონდერთა გამოყენებას მოერიდება. 

 

ავტორები: ნათია ქოქოსაძე, თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი