EU ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს ბლოკის 27-მა ლიდერმა, რომლებიც ბრიუსელში ხუთშაბათს, 15 დეკემბერს შეიკრიბებიან.

"მოხარული ვარ, რომ დღეს გენერალურ საქმეთა საბჭოზე შევთანხმდით ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს და უპირველეს ყოვლისა, ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს", - დაწერა ავსტრიის ფედერალურმა მინისტრმა ევროპისა და კონსტიტუციის საკითხებში კაროლინე ედშტადლერმა twitter-ზე. 

ცნობისთვის, ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 12 ოქტომბერს გასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი