ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე - მელია ვიქტორ ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

ოცნებას "გამოყოფილი" ვიქტორ ჯაფარიძის დღევანელ განაცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება და წერს:

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!  
ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ  მტერთან გაქვს საქმე. 
მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... 
ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!" წერს მელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი