
უკრაინის პროკურატურამ რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 154 შემთხვევა დაადგინა. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერაციის 6 სამხედრო მოსამსახურე.
გარდა ამისა, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტებიც გამოვლინდა, რომლებიც რუსებმა ოკუპაციის დროს ჩაიდინეს. კერძოდ, სამართალდამცავების ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, რუსი სამხედროები ქალს 4 თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ, ხოლო 2022 წლის მარტიდან, ერთ-ერთ ქალს სისტემატურად აწამებდნენ -ასხამდნენ მდუღარე წყალს.
ასევე დაფიქსირდა გენდერული ძალადობის ფაქტები, როდესაც დამპყრობლებმა ოჯახებიდან გაიტაცეს და აწამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცოლები.
პროკურატურის ცნობით, წამებისთვის ოკუპანტები იყენებდნენ ელექტროშოკებსაც.