
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ჭადრაკის სკოლა, სადაც რუსი ოკუაპანტები იმყოფებოდნენ აფეთქდა, - ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედეროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სკოლის აფეთქებისთანავე რუსებმა გზები გადაკეტეს.
"13 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჭადრაკის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება იყო. ადგილობრივებმა განაცხადეს სროლის შესახებ და ნახეს შავი ლენტით დაფარული სხეულები", - წერს ფედეროვი.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს რაიონში, რუსი ოკუპანტების ლიკვიდაცია ისევ გრძელდება. 10 დეკემბერს, რუსი დამპყრობლების რამდენიმე ბაზაზე ერთბაშად მოხდა აფეთქებები, სადაც 200-მდე რუსი სამხედრო მოკვდა.