არ მეცოდება, მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, არ მეწყინება [სიკვდილი] - ვიქტორ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება, მიშა სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო მე რაც... მიშას ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერ გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ერს აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს" - "ოცნებას" გამოყოფილი "ხალხის ძალის" წარმომადგენელი და POSTV-ის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე საკუთარ სიტყვებს არ ნანობს და იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ეცოდება და არც მისი სიკვდილი "არ ეწყინება":

"მიშა არ მეცოდება... ნუ წაიღეთ ტვინი ამ მიშათი, შეეშვით ამ ხალხს, მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან ციხეში, ესეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია ეგეთი ლაჩარი რომ გვყავდა. გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს, ვინ ტიროდა ასე? ესეთი მტირალა... ვაიმე დედიკო მიშველე, სტრასბურგში წავიდა..." ამბობს ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს საავადმყოფოშია და არა საპყრობილეში

"ჩემი უფლებაა, რას ვუსურვებ, არ მეცოდებათქო...მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშვე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. უხერხულია ის, მე რომ ქვეყნიდან ვიყავი გაქცეული და ჩემი შვილები უმამოდ იზრდებოდნენ... დედას ბიჭი გახდა ხო?" ამბობს ჯაფარიძე და იქვე ამტკიცებს, რომ არავის სიკვდილი არ გაუხარდება: 

"ღმერთმა დაიფაროს რომ ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს, მაგრამ არ მეცოდება... არ მეწყინება ყოველ შემთხვევაში." ამბობს ჯაფარიძე.
 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მან სხდომათა დარბაზში დღეს თქვა - "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი