მორიგი სიცრუე და სკანდალური მხილება. ანაკლიიის განვითარების კონსორციუმი პრემიერმინისტრს ტყუილში ადანაშაულებს. ინვესტორები, რომლებიც ხელისუფლების ზეწოლისა და დაბრკოლებების გამო იძულებული გახდნენ პროექტი შეეჩერებინათ, დარწმუნებული არიან, რომ დაპირების მიუხედავად, საუკუნის პროექტი "ქართული ოცნების" პირობებში ვერ განხორციელდება და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირობები, რომელსაც სახელმწიფო პოტენციურ ინვესტორებს სთავაობს არარეალისტურია.
ანაკლიის პორტის საკითხის გააქტიურების მიღმა სახიფათო გეგმას ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ რომ რუსული ინტერესი გახდა პროექტის განახლების მიზეზი და შესაძლოა საბოლოო ჯამში რუსული ფულით აშენებული ღრმაწყლოვანი პორტი კრემლის კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი გახდეს საქართველოში.
ავტორი: ნინიკო გიგაური