"იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე" | ნიკა მელიას პასუხი ბრეგაძეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განაცხადებას, ენმ-ის თავმჯდომარე ეხმაურება. ნიკა მელია Facebook-ზე წერს, რომ ბრეგაძისთვის საზოგადოებრივი ინტერესი 
ოლიგარქის ინტერესია და მისთვის სხვა საზოგადოება არსებობს.

ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება.

ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა - სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს

მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია.

სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონენებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი „სიმულირებს“, ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას.

მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი - არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება!

თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება! - წერს ნიკა მელია.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი