ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს, ჩამოგდებულია 10 ირანული დრონი - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

დღეს, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის სამ რეგიონში: კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის რეგიონში, კერძოდ, კიევის გარეუბანსა და დედაქალაქში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 7:25 საათისთვის კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 „შაჰიდის“  თვითმფრინავი.

ჟიტომირის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლებელია თვითმფრინავების თავდასხმების მეორე ტალღა განხორციელდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი