რამდენადაც ვიცი, მზად არიან, რომ სასამართლოს ჩაერთოს - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზად არიან მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართონ. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურიდან კლინიკაში თანამშრომლები უკვე მისულები იყვნენ.

"დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება, მდგომარეობა, ყველაფერი იქნება ნორმალურად. მე რამდენადაც ვიცი, მზად არიან, რომ ჩაერთოს", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, პროცესი, რომელზეც მოსამართლე გიორგი არევაძემ მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება, ადგილზე მხარდამჭერები და აქტივისტები უკვე იკრიბებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი