პარიზის აეროპორტში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

პარიზის აეროპორტში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. მგზავრების თქმით, ისინი გუშინ პარიზიდან ქუთაისში უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა აეროპორტში განუცხადეს, რომ თვითმფრინავი გაუმართავია და რეისი ვერ შედგებოდა. 

ათეულობით მგზავრმა გუშინდელი ღამე აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე გაატარეს.

"გვშია, გვცივა, გვწყურია არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოვითხოვთ ჩაინიშნოს სპეცრეისი და მოხდეს ჩვენი დაუყოვნებლივ გამოფრენა. საელჩოს ვუთხარით, მოგვისმინა და რეაგირება არაფერი მოახდინა,”- აცხადებენ მგზავრები.

რეისი ქუთაისიდან პარიზის მიმართულებითაც ვერ შესრულდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი