"გლუკსმანი და ვიღაცეები გამოდიან და ისინი უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას კანდიდატის სტატუსს, ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, სინამდვილეში ეს ადამიანები, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში, ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე, ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ და რაფელ გლუკსმანს სააკაშვილის კორუფციული დანაშაულის ერთ-ერთი ბენეფიციარი უწოდა.