ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ნიკა გვარამიას შეწყალება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზეა შედგენილი და მას ევროპარლამენტმა კენჭი შესწორებებით უყარა. შესწორებებიდან უმეტესობას, ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 

ევროპელი დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად".

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის პრიორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

რადიო თავისუფლება

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი