
კოსოვომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებაზე. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერმინისტრმა ალბინ კურტისმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა, გლაუკ კონიუფკამ მოაწერეს.
კოსოვოს განაცხადი ამ ეტაპზე მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა. ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელი 2008 წელს გახდა, ფორმალურად, მხოლოდ "ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის" სტატუსი აქვს.
მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ ევროკავშირის 5 წევრი ქვეყანა - ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და კვიპროსი, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.