"ქართული ოცნება" უკვე ღიად ადასტურებს, რომ მზად არის უარი თქვას ევროპულ მომავალზე. კახა კალაძე აღარ მალავს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჩაშლა ურჩევნია სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვებას.
ეს განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოში განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ არწმუნებს ოპოზიციას, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მაინც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან და მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ კონკრეტულ ქმედებებს.