"გამოსავალი ოპოზიციის ერთიანი, სწრაფი სამოქმედო გეგმაა... "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა" | სამი პარტიის განცხადება

გამოქვეყნდა:

"ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის ერთიანი და სწრაფი სამოქმედო გეგმაა... "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა" - ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიის, გირჩი მეტი თავისუფლების, დროას და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

ისინი პენიტენციურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას და ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურნენ:

"შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ... ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმაა" - ამბობს ელენე ხოშტარია.

გიორგი ვაშაძის თქმით კი "ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა".

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს EU-ს კანდიდატის სტატუსი".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი