ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქუთაისი ახლა ვიზიტორებისგან დაცლილია.
შეწყვეტილი ფრენებისა და ახალი რეგულაციების გამო მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვითარებას "ვიზეარის" ბაზის გადატანა უკიდურესად ართულებს, რის გამოც ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა.
შეწყვეტილი ფრენების გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიზნესი. გიდები და ფოტოგრაფები ყვებიან, რომ ქუთაისის აეროპორტში "ვიზეარის" ბაზის დახურვის გამო უსახსროდ დარჩნენ. ამბობენ, რომ შიდა ტურიზმი პანაცეა არ არის და რეალურად შემოსავალი აღარ აქვთ.
შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტურისტული ობიექტები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქმიანობას აგრძელებენ, გადასახადებიდან გათავისუფლდნენ - ასეთია ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლების მიმართ. ისინი მთავრობას შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავლის რამდენიმე ხერხს სთავაზობენ.
ქუთაისელები ტურისტების გარეშე უკვე ოთხ თვეზე მეტია, დარჩენენ. ადგილობრივებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ტურისტების ჩვეულ რეჟიმში მიღებას.