
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის შენობას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც შენობის ორი სართული დაზიანდა. იერიშების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დაღუპულია
სამი და დაშავებულია ექვსი ადამიანი.
ხერსონის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის უფროსის, დმიტრო პლეტენჩუკის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი 8 წლის ბავშვია.
"ბიჭი რვა წლის იყო. ვერ გადაარჩინეს. აფეთქების შედეგად ძალიან ბევრი ტრავმა მიიღო, ექიმები მის გადარჩენას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ", - დაწერა Facebook-ზე დმიტრო პლეტენჩუკიმ.