
ისევ ბახმუტი და ისევ მსხვერპლი - რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. მიხეილ თევდორაძეს და სერგო ქართველიშვილს ოკუპანტებმა ჩასაფრება მოუწყვეს, ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
ბახმუტში უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო ამ დრომდე ერთ-ერთი დაღუპული გმირის გადმოსვენება ვერ ხერხდება. გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი