"უკრაინისთვის შეგროვდა 497 000 ლარი და 328 გენერატორი" | გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

"გაუზიარე სინათლის" კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის 497 000 ლარი და 328 გენერატორი შეგროვდა - ინფორმაციას კამპანიის ინიციატორი, "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს:

გაბარებთ ანგარიშს :

შეგროვდა 497 000 ლარი და 328 გენერატორი-ჯამში 1,6 მეგავატი.

მეგობრებო, ხვალ გთხოვთ მობრძანდეთ წერეთლის 114-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში. ვტვირთავთ და ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთს - გენერატორებს, დაგვჭირდება თქვენი დახმარება.

აქციის მონაწილეებს და უკრაინის მომხრეებს გთხოვთ მობრძანდეთ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად და გამოვხატოთ მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ !

ადგილზე დაგხვდებათ სტიკერები და ერთად გავალამაზოთ ჰუმანიტარული ტვირთის ყუთები

დიდება საქართველოს

დიდება უკრაინას

დიდება გმირებს, - წერს გიორგი რურუა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი