აშშ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნას გეგმავს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინაში საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას CNN აშშ-ის ორ ოფიციალურ პირსა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მანამ სანამ პენტაგონის გეგმა პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება, ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს. 

Patriot ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვას აღმოსავლეთ ევროპაში.

უცნობია, რა რაოდენობის Patriot-ს გაუგზავნის აშშ უკრაინას, თუმცა როგორც კი გეგმა დამტკიცდება, ის უკრაინას სწრაფად მიეწოდება. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინელი სამხედროები სისტემის გამოყენებისთვის წვრთნებს გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე გაივლიან.

უკრაინა ამ სისტემის გაგზავნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა არსებობდა გარკვეული გამოწვევები მის მიწოდებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ ინტენსიურმა რუსულმა სარაკეტო თავდასხმებმა და  უკრაინაში არსებულმა რეალობამ ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი