"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეაგირება უნდა დაიწყოს" | სიმონიშვილი მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს.

პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე, ნიკა სიმონიშვილმა "მთავარი არხის" გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ ვიდეოს გასაჯაროებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. 

მისივე თქმით, დაიწყებს თუ არა პერსონალურ მონაცემთა სამსახური გამოძიებას, ეს უწყებისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.

"რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?! როგორც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახსენა, მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო. პროცესზე რომ ჩაგერთოთ და მიგეცათ საშუალება, ასე ვერ გავიგებდით საზოგადოება როგორ არის ის?! რა საჭირო იყო ამ კადრების გამოქვეყნება. მაგრამ გინდაც ის მიზანი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, არ არის გაუარესებული მდგომარეობა, ვიდეოს ჩვენებით როგორ უნდა ვნახოთ, ვიდეო როგორ უნდა იყოს იმის მტკიცებულება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ არა და მეორე, როგორ შეიძლება ვიდეოთი დადასტურდეს, რომ არ არსებობს სასჯელის გადავადების საფუძვლები.

შესაბამისად, ამ ვიდეოების გამოქვეყნებას არავითარი კანონიერი ინტერესი არ გააჩნდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამაზე რეაგირება უნდა დაიწყოს და პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ ეს იქნება პირველი სერიოზული გამოცდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის, რამდენად სწორად შეძლებს ამ საქმის შეფასებას", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები,რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი