ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტპატიმრები და მათ აწამებენ - მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრების გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი სასამართლოს სამართლიანის გადაწყვეტილების.  მისი თქმით, ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები გვყავს და მათ აწამებენ.

"რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე უფლება იქნება დაცული ამ ადამიანს მიმართ. რატომ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სასამართლო, რომელიც უკვე ტრადიციულად თამაშობს პოლიტიკური მართლმსაჯულების უფლებას, ახლა, ამ შემთხვევაში რაიმე ნაბიჯს გადადგამს ან ჰუმანურობის, ან ადამიანის უფლებების, ან თუნდაც პროცედურული სისწორის სახით. ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელშიც კონსტიტუცია არ მუშაობს, რომელმაც დასავლური კურსი შეცვალა, ვარ ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტპატიმრები და მათ აწამებენ", - თქვა მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი