არ თანამშრომლობს ექიმებთან, მკურნალობის შედეგების კრიტიკა უსაფუძვლოა - თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ პენიტენციურის მიერ მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან არ თანამშრომლობს. მისივე აზრით, მკურნალობის შედეგების კრიტიკა უსაფუძვლოა.

"გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რაზეც ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციურის, ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში გახლავთ უსაფუძვლო", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

მისი აზრით, სინამდვილეში ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობა გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი