აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად, მუშაობას აჩერებენ

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ სანამ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეშია.

დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა და აღნიშნეს, რომ დემოკრატიის იმიტაციას არ შექმნიან და ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით ჯდომა მიუღებელია იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად სახელმწიფო რუსულ საქმეს აკეთებს.

ოპოზიციაში აცხადებენ რომ შესაძლოა,მიხეილ სააკაშვილის რუსული ტყვეობიდან დასახსნელად,  ქუჩის აქციები დაიწყოს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი