იქ არ ირღვევა ქალბატონების უფლებები და პერსონალის?! - ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბუჭულაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრების გავრცელებაზე ამბობს, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ "ეს არის სიმულაცია". 

მისი მტკიცებით, მიხეილ საკააშვილი ტერორს აგრძელებს.

"საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ?! იქ არ ირღვევა ქალბატონების უფლებები და პერსონალის?! ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძლებს. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. აქ ამ კომპონენტზე არავის არ უფიქრა, სად არიან ადამიანის უფლებათა დამცველები, როდესაც გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის", - თქვა ბურჭულაძემ. 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი