ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრს ისევ დაარტყეს - დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა დღეს დილით ხერსონის ცენტრს ისევ დაარტყეს. სარაკეტო იერიში რუსებმა ისევ სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 2 ადამიანი.

გადაუდებელი და კატასტროფის მედიცინის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია განთავსებული.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი გუშინაც დაბომბეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. დაღუპულებს შორისაა 8 წლის ბავშვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი