ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება, იყოს კორუფცია - მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი, ვფიქრობ, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება, იყოს ბოლო სკანდალი, შეიძლება, ამის საფუძველი იყოს კორუფცია და სხვა. ასეთ მავნებლობას სხვა ახსნა უკვე აღარ აქვს, წარმოუდგენელია. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება, იყოს კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია, აქ ფინანსებზე არ არის მხოლოდ საუბარი. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ თავად მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა მხარი არ დაუჭირა, იმდენად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო მისთვის ჩასწორება, რომელიც ლობისტებმა უზრუნველყვეს."

აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარებზე, გუშინ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი