ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმების მოსაგერიებლად ემზადებიან და სანაპიროზე სიმაგრეებს აშენებენ - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები უკვე ემზადებიან დროებით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმების მოსაგერიებლად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსები უკრაინული ჯარების დესანტის შიშით აშენებენ სიმაგრეებს სანაპირო ზოლზე.

"რასისტები ოკუპირებულ ყირიმში ცდილობენ დამატებით გააძლიერონ სანაპირო ზოლი, უკრაინული ჯარების დესანტის შიშით. კერძოდ, ახლახან დამონტაჟდა ბარიერების ქსელი სოფელ მოლოხნესთან (საქსკის რაიონი) სანაპიროზე. გარდა ამისა, დამონტაჟებულია ე.წ. "დრაკონის კბილები", იგივე ბეტონის პირამიდები, რომლებმაც სავარაუდოდ უნდა შეაჩეროს მძიმე ტექნიკის წინსვლა" აცხადებს უკრაინის დაზვერვა და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი