
ბოსნია-ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღო, - ამის შესახებ დღეს გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში გააკეთა. 2003 წლიდან მას ევროკავშირში გაწევრიანების „პოტენციური კანდიდატის“ სტატუსი ჰქონდა.