"იმ კადრებმა შემახსენა, რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა" | კობახიძე მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

"იმ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რომ რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა" - თქვა იმედის ეთერში "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ 2012 წელს "ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. 

"იმ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რომ რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა, რადგან იმაზე არ გაჩერდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს. როდესაც უყურებ ამ ფსიქოტიპს ამ კადრებში, იქ კიდევ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20% ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას; რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით; რომ მხოლოდ რაღაც 10 ათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასიათასობით ადამიანს და ასე შემდეგ. მგონი, ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ 2012 წელს დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა..

ასევე, ჩვენ გადავრჩით მეორედ უკვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შარშან 1 ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში და მანდაც გადავრჩით, რადგან კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა პროცესები, თეორიულად, სახელმწიფო უწყებები რომ არ ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ მოეხდინათ არჩევნების დღემდე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. შესაძლოა, პროცესები ყოფილიყო უმართავი, რაც იყო გეგმა „ა“ და არის გეგმა „ბ“. გეგმა „ბ“ არის ის შოუ, რასაც ვაკვირდებით ამ 400 დღის განმავლობაში. გეგმა „ა“ იყო ხელისუფლების გადატრიალება, არევა და მეორე ფრონტი იყო ამის კულმინაცია" - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო.

პენიტენციურის მიერ, კადრების გასაჯაროების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი