ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობას უკრძალავს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა წინადადება, რომ ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა აეკრძალოთ.

წინადადებას მხარი ლიეტუვის სეიმის 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო, 10-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ლიეტუვაში მყოფი რუსები და ბელარუსები იარაღს, იარაღის აქსესუარებს, საბრძოლო მასალასა და მათ ნაწილებს ვერ შეიძენენ.

ვარაუდობენ, რომ კანონპროექტი ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდეთ დრო, მოემზადონ მისი განხორციელებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი