"მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა" - შსს მარნეულის ინციდენტს განმარტავს

გამოქვეყნდა:

მოსახლეობამ პოლიციას საგამოძიებო მოქმედებებში ხელი შეუშალა - ასე ეხმაურება შსს მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ფაქტზე გამოძიება დაიწყო:

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით"- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეომასალა "ფეისბუქის" საშუალებით რაშან ზიადალიევმა გაავრცელა, სადაც ის წერდა, რომ "სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება ჩაიდო".

შსს-ს ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ნარკოტიკზე და იმ ბრალდებაზე, რომელსაც ადგილობრივები სამართალდამცველებს უყენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი