ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქიდან 40 ბავშვი რუსეთში წაიყვანეს - წინააღმდეგობის ცენტრი

გამოქვეყნდა:

უკრაინის "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის" განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 40 ბავშვი წაიყვანეს.

"რუსები უკრაინელ ბავშვებს უტარებენ ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს, რათა იძულებით "მკურნალობაზე" გაგზავნონ ბავშვთა ბანაკებში. წინა დღით დამპყრობლებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან 40 ბავშვი წაიყვანეს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში", - წერს ცენტრი.

ცენტრი აცხადებს, რომ ბანაკებში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ომი უკრაინამ დაიწყო.

მომავალში მათ არ უბრუნებენ მშობლებს, სანამ თვითონ არ მივლენ მათ წასაყვანად, შემდეგ ოჯახებს უკან არ უშვებენ, რადგან რუსეთს საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი